გარდაბანში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით გახსნილ სამკერვალო მინი-ფაბრიკაში შეიკერა ფეხსაცმელები, რომლებიც  თურქეთის სააგენტო „TIKA"- მ  შეიძინა და გარდაბანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცა.

საქველმოქმედო აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-ს  თბილისის ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის  მოადგილე გოგი ფაცაცია და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული ესწრებოდნენ.