აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა კურთხევითა და ინიციატივით სვიმონ კანანელის ხსენების დღე - 23 მაისი გამოცხადდა  „აფხაზეთის დღედ".

2015 წლის 23 მაისს, აფხაზეთიდან დევნილებმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრებთან და დიასპორების წარმომადგენლებთან ერთად, ფართოდ აღნიშნეს ეს დღე, როგორც იმედისა და საქართველოს მომავალი გაერთიანების სიმბოლო.

2016 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობდა განხორციელება სპეციალური პროგრამისა, რომელიც ეძღვნებოდა „აფხაზეთის დღის" ფართო მასშტაბით აღნიშვნას, მაგრამ 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დატრიალებული ტრაგედიის გამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შეუძლებლად მიიჩნევს 23 მაისს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „აფხაზეთის დღისადმი" მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამართვას, რის გამოც ბოდიშს ვუხდით ყველა მოწვეულ სტუმარს.