აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ჩემპიონ გუნდ „სოხუმს“ შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ჩემპიონის, „სოხუმის" გუნდის კალათბურთელებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ.

საქართველოს ჩემპიონებს მიღწეული წარმატების აღსანიშნავად საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრას საკალათბურთო გუნდ „სოხუმის" (U20) მწვრთნელები თემურ კანკია, ლიკა ქაჯაია, გუნდის პრეს-ატაშე თენგიზ პაჭკორია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გუნდის რამდენიმე წევრი მიწვეულია საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში.