ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის "ბიზნესინკუბატორის" ტერიტორიაზე კომპანია "ჯეოტურანის" დასავლეთ საქართველოს რეგიონლური ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ "ბიზნეს-ინკუბატორის" ტერიტორიაზე კომპანია "ჯეოტურანის" დასავლეთ საქართველოს რეგიონლური ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

ცენტრის მიზანია ევროპული სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წყლისა და გაზის მაგისტრალური მილსადენების მშენელბლობაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისში მიმდინარე და მომავალში დაგეგმილი პროექტების ხარისხიან შესრულებას.

ახალგაზრდების სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის „ბიზნეს-ინკუბატორსა" და კომპანია „ჯეოტურანს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პირველ ეტაპზე  სწავლების კურს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობით დაკომპლექტებული ჯგუფები გაივლიან.

ცენტრის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ „ბიზნეს-ინკუბატორის"დირექტორი ალუ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია,  იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, კომპანია „ჯეოტურანის" პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.

ასევე, „ბიზნეს-ინკუბატორი" მომავალში სასტაჟიორო ბაზის განვითარებას გეგმავს ახალგაზრდების დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.