საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით მერი დავითაშვილის სახელობის საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულის ფარგლებში კონცერტი „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება" ჩატარდა. ღონისძიება კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
საღამოზე კომპოზიტორის ნაწარმოებებს სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები ასრულებდნენ.
ასევე, ღონისძიებაში ვაჟა აზარაშვილი, სვეტლანა ქეცბა და ლალი კაკულია მონაწილეობდნენ.
კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.