აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის მინი-ფეხბურთში ტურნირი ჩაატარა.
ტურნირის გამარჯვებული აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის გუნდებმა დაიკავეს.
გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებით, დიპლომებითა და ბურთებით დააჯილდოვეს.