აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.

მომხდარი ფაქტი, ტრაგედიაა არა მარტო თურქეთისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, სრულიად თურქეთის მოსახლეობასა და თურქეთის ხელისუფლებას.