აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მილოცვა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

სრულიად ამერიკელ ხალხს და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის ვულოცავთ დამოუკიდებლობის 240-ე წლისთავს.

თითქმის მეოთხედი საუკუნეა, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ამ ხნის მანძილზე საქართველოში განმტკიცდა და გაიზარდა დემოკრატიული ინსტიტუტები და ფასეულობები, მკეთრად გამოიკვეთა შეერთებული შტატების ძალისხმევა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარების საქმეში. განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ იმ თანადგომას, რომელიც ამერიკელი ხალხის მხრიდან წლების მანძილზე გრძელდება საქართველოს მოსახლეობისადმი. რომ არა ამერიკელთა ერთსულოვანი მხარდაჭერა  ქართველი ხალხისადმი და, განსაკუთრებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ, დარწმუნებულნი ვართ, ბევრად უფრო მძიმედ  წარიმართებოდა დევნილი მოსახლეობის  ადაპტაციის, მათი სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესი. 

მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში შეერთებული შტატების მონაწილეობა. დარწმუნებულნი ვართ, მისი ობიექტური, სამართლიანი პოზიცია ქართველებსა და აფხაზებს აუცილებლად მიგვიყვანს  ნდობის აღდგენამდე, რაც, საბოლოო ჯამში, კონფლიქტის დარეგულირების საწინდარია. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ და ამერიკელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, წარმატებებს და განვითარებას დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა