აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.

მომხდარი ფაქტი ტრაგედიაა არა მარტო საფრანგეთისათვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გმობს აღნიშნულ ფაქტს და იმედოვნებს, რომ მთელი პროგრესული კაცობრიობის ძალისხმევით აღკვეთილი იქნება მსგავსი სახის არაჰუმანური ქმედებები, რომელიც 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ყველა ერისა და სახელმწიფოსათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უსამძიმრებს და მორალურ თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს.