ვახტანგ ყოლბაიამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გამყოფ ხაზთან, დევნილთა დასაქმების პროექტების მიმდინარეობა გააცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, თანაშემწე ენ-სოფი ჰევგრენი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია ზუგდიდის რაიონში იმყოფებოდნენ სადაც მოინახულეს სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობა და ასევე გაეცნენ სოფელ რიყეში არსებულ ერთწლიანი კულტურების მოყვანის პროექტს.

მათ ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დევნილთა დასაქმების კუთხით.