კინოსტუდია „ქართული ფილმში“, რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმის „გზა“ სამუშაო ვარიანტის ჩვენება გაიმართა. ფილმი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემას ეხება. რეჟისორის თქმით, დასრულების შემდეგ ეს ამ თემაზე გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე სრულყოფილი იქნება. აღშანიშნავია, რომ ეს არის ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ფილმის“ მიერ გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის პრემიერაც 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესაა დაგეგმილი. სამომავლოდ, იგეგმება ფილმის წარდგენა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ფილმის რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე, ქართული კინოს განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ კოკოჩაშვილი და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი.