აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას" შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარების უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

დევნილებს გამოკვლევები მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ექიმთა ჯგუფმა ჩაუტარა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ოფთალმოლოგი, მამოლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, თერაპევტი, დერმატოლოგი, ვენეროლოგი, ექოსკოპისტი, რენტგენოლოგი, მამოგრაფი და პროქტოლოგი.

სამედიცინო აქციას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და კლინიკის დირექტორი ალექსანდრე ჩიჩუა უწევდნენ.