აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

წყნეთის გამგეობაში წიგნის „მომავლისათვის მარადისობაში“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოიცა წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“. მასში მოცემულია აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები. წიგნის პრეზენტაცია დღეს დაბა წყნეთის გამგეობის შენობაში გაიმართა. პრეზენტაციის შემდეგ წიგნები გადაეცათ იქ მოწვეულ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირი და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია.