ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision“-ის წარმომადგენელს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს" ოფისის პროგრამების დირექტორ ეკა ჟვანიასა და ახალგაზრდობის გაძლიერების ტექნიკური პროგრამის კოორდინატორ ირაკლი გიორბელიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსურლებელსა და ორგანიზაციის წარმომადგენელს შორის დაისახა სამომავლო გეგმები დევნილი ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ „World Vision" პროექტებს ახორციელებს ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision" 1950 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობა წარმოადგენს. ორგანიზაცია მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ეწევა საქმიანობას. „World Vision"-ის საქართველოს ოფისი 1994 წელს გაიხსნა და საქმიანობას ქვეყნის ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და თბილისი) ახორციელებს.