აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დევნილი პატარებისა და მოზარდებისთვის ტრადიციულად საახალწლო ზეიმი მოაწყო.
ორი დღის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში წარმოდგენა „საახალწლო ზღაპარი“ გაიმართა, რომელშიც დ. არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ბავშვებს დაურიგდებათ საახალწლო საჩუქრები.