ვახტანგ ყოლბაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 84 წლის იუბილეს ულოცავს

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მსურს მოგილოცოთ დაბადების დღე.

გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კვლავინდებურად სულიერი სიძლიერე ქართველი ერის გასამხნევებლად, ქართული სამოციქულო ეკლესიის მრევლის რწმენაში განსამტკიცებლად და დედა სამშობლოს კეთილდღეობისთვის თქვენი ღვთივსათნო ლოცვების აღსავლენად, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს იძულებით დანაწევრებულ ქვეყანას.

განუზომლად დიდია თქვენი ამაგი ქართული სულის გამოცოცხლებაში, ეროვნულ იდენტობასთან დაბრუნებასა და უმეცარი შვილების შერიგების ხანგრძლივ პროცესში.მაგრამ, თქვენი მამობრივი სიყვარულით აღსავსე ღვაწლს თავისი წვლილი შეაქვს ერთიანი, ძლიერი და ტოლერანტული ფასეულობების მქონე სახელმწიფოს შენებაში.

მსურს განგიახლოთ ჩემი პატივისცემა და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დაბადების დღე.

ღმერთმა გიმრავლოთ სიცოცხლის დღენი.