აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლებს შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის რამდენიმე დაწესებულებას ეწვია და შობა-ახალი წელი მიულოცა.

შეხვედრაზე დაწესებულებებში გასული წლის შედეგებზე, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მთავრობის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა, რომ დაწესებულების თანამშრომლებმა უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინონ დევნილთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მათ აქტიურ ჩართულობას.

ვახტანგ ყოლბაიამ 2016 წელს გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის უწყებების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და სოციალურ პროექტებში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადასცა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ.

მსგავსი ხასიათის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.