14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღას" პროფესიულ დღესასწაულს-ქართული თეატრის დღეს ულოცავს.

დევნილობაში მყოფი 2 თეატრი დღესაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას აგრძელებს, თავდაუზოგავად შრომობს, რათა არ ჩამორჩეს ქართული თეატრის განვითარების პროცესს და მის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებს. ქართული თეატრის ისტორიაში აფხაზეთიდან დევნილმა თეატრებმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს და შემოქმედებითი გამარჯვებით არაერთხელ გაახარეს მაყურებელი.