აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობაში ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან - „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები" დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ბრძანებით თავმჯდომარესთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, აღნიშნული დოკუმენტის პროექტის შესწავლისა და წინადადებების შემუშავების მიზნით. ჯგუფს ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.