აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ორგანიზაციის "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელი  მაია კვეზერელი-კოპაძე, საორგანიზაციო მდივანი ქეთევან გოგელია და ბენეფიციარების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მსგავს აქციებს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად რეგულარულად ატარებს.