კულტურის ცენტრ „ოდიშის" საკონცერტო დარბაზში ზუგდიდში ჩასახლებული დევნილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა. დამსწრე საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, მსახიობი დიმიტრი ჯაიანი და სხვადასხვა ფოლკლორული და თვითშემოქმედების კოლექტივები წარსდგნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
საქველმოქმედო კონცერტის ინიციატორი აფხაზეთიდან დევნილი როლანდ ჯობავა იყო.