აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს თურქ ხალხს, თურქეთის ხელისუფლებას და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მის აღმატებულება ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ეროვნულ დღესასწაულს - რესპუბლიკის გამოცხადების დღეს.
საქართველოს და თურქეთს ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აკავშირებთ. რომელიც წლებია რაც სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებში გადაიზარდა.
თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მყარი მიმდევარი, რაც ნამდვილად მეგობრული ჟესტია და კიდევ უფრო ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს.
ასევე აღსანიშნავია, თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა დევნილებთან მიმართებაში განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტების მიმართულებით, რომელთა იმპლემენტაცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და არაერთ დევნილს მისცა საშუალება გაეუმჯობესებინა თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. რაც ნამდვილად დასაფასებელია.
კიდევ ერთხელ, ვულოცავთ თურქეთის რესპუბლიკას ეროვნულ დღესასწაულს და ვუსურვებთ მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას როგორც თავისი ასევე რეგიონის საკეთილდღეოდ.