აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მოილოცა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიყოველთა მწუხარეთა სიხარულიმოილოცეს. ხატი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.

ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი აღავლინა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ.

ტაძარში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.

ხატი - ყოველთა მწუხარეთა სიხარული აფხაზეთში 24 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთა და ქართველთა შერიგების მლოცველთათვის დაიწერა.