აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას მადლობის სიგელები გადაეცა

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე და კაპელას წევრები „წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. მადლობის სიგელები კაპელას წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა გადასცა. აფხაზეთის საგუნდო კაპელასთვის მადლობის სიგელების გადაცემის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი მარინა შენგელია ესწრებოდა.

ნოემბერში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, ბელგიის სამეფოში, ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გამართული კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო კონცერტში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საგანგებო მიღება გაუმართა. მიღების დროს მან კაპელას წევრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა და მადლობა გადაუხადა.