29, 30 და 31 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი 5 -დან 10 - წლამდე ბავშვებისათვის ზაალ სულაკაურის გასართობ ცენტრში საახალწლო ზეიმს მართავს.ზეიმს უკვე დაესწრო 700 -ზე მეტი ბავშვი.
,,ზალიკოს სადღესასწაულო ცენტრში" წარმოდგენილია გასართობი პროგრამა - პატარების განწყობაზე ჯამბაზები, ილუზიონისტები და ზღაპრის გმირები ზრუნავენ. წარმოდგენის ბოლოს თოვლის ბაბუა ბავშვებს საახალწლო საჩუქრებს და ტკბილეულს ურიგებს.