აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ნუგზარ ყურაშვილის საღამო გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანაიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატსა და ღირსების ორდენის კავალერ ნუგზარ ყურაშვილს ქართულ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მსახიობის ბენეფისი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ.

ნუგზარ ყურაშვილი სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი და ამჟამად უკვე დირექტორია. არის ღირსების ორდენის კავალერი და შვიდგზის აღიარებულია წლის საუკეთესო მსახიობად. 2017 წლის 14 იანვარს სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.