აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდში USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მომხსენებლებმა შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი ანა ფაშალიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და ქალაქ ზუგდიდში არსებული  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის 2016-17 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.