აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ბიზნეს ცენტრ „მოზაიკა“-ს კონგრეს-ჰოლში ალი ისაევ-ავარსკის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ბიზნეს ცენტრმოზაიკა“- კონგრეს-ჰოლში, საქართველოში მცხოვრები დაღესტნელი პოეტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენისა და შამილის მედლის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის ალი ისაევ-ავარსკის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

„გამორჩეულად  ვაფასებ ალი ავარსკის... კავკასიაში ცნობილმა პიროვნებამ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცმა ფეხით მოიარა დაღესტნის ყოველი აული, დაბების, ქალაქების თითოეული მცხოვრები და აუხსნა, რომ არ შეიძლება დაღესტნელებმა იბრძოლონ ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ, არ შეიძლება ძმებს შუა ჩადგომა და ცეცხლის გაღვივება, არ შეიძლება კავკასიური ომები მტრების საამებლად.

ალი ავარსკი უმძიმეს დროს საქართველოს, სრულიად კავკასიის სახალხო დამცველად იქცა, იმისდა მიუხედავად  რომ ყველამ ვერ და არ გაითავისა კავკასიური სიბრძნე - ერთად ყოფნის აუცილებლობისა.... მერწმუნეთ  ეს დროებითია, სიბრძნეს თავისი შედეგი მაინც მოაქვს, საქართველო აუცილებლად გაერთიანდება და გაძლიერდება“  - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძებაში მონაწილეობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), აგრეთვე ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. კონგრეს-ჰოლის ფოიეში წარმოდგენილი იყო ალი ისაევ-ავარსკის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და პოეტის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.