„თბილისი არტ-ჰოლში"აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „სექტემბრის ნაკვალევზე” მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით „თბილისი არტ-ჰოლში" აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „სექტემბრის ნაკვალევზე”  მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვახტანგ კაპანაძე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 20 წლის წინ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

საღამოზე ნაჩვენები იქნა ვიდეო კლიპი, რომელიც აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს.

საღამო ნონა გიუნაშვილის ინსტალაციით „ქვიშით მოთხრობილი აფხაზეთის ომისა და მშვიდობის ისტორია“ დასრულდა.