აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს მხატვართა საგამოფენო დარბაზში დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა მოეწყო

საქართველოს მხატვართა საგამოფენო დარბაზში თანამედროვე მხატვრის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 45 ფერწერული ტილო, რომელიც  ხელოვანის 45 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდებოდა.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ბაძაღუა აფხაზეთიდანაა და მისი ნამუშევრების უმეტესობა აფხაზეთის თემატიკას ეხება. აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანის შემოქმედება აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. მისი ნამუშევრები ინახება ამერიკისა და ევროპის ქვეყნების კერძო კოლექციებში. მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში.