აფხაზეთიდან დევნილებს მასშტაბური სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ისანი-სამგორის რაიონში, შუამთის №8 -ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს მასშტაბური სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევებს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრნენ. მთავრობის თავმჯდომარე და პირველი ლედი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ მდგომარეობასაც გაეცნენ.

სამედიცინო გასინჯვები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 115-მდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევა გაიარა. დევნილებმა ჰუმანიტარული დახმარებაც მიიღეს.