ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით  ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქ.თელავში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ყოფილი გვარდიის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა მოინახულეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილების სოციალურ მდგომარეობას გაეცნენ და საჩუქრები გადასცეს. დევნილ ბავშვებს ფონდი ,,კეთილი სამარინელი საქართველოში" მიერ მოწოდებული საჩუქრები დაურიგდათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით აქცია ,,საჩუქარი ყველა დევნილ ბავშვს" უკვე გაიმართა თბილისში, ხაშურში, სურამში, მარნეულსა და ქუთაისში.  მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.