11 წლის აფხაზ გოგონას გულის ოპერაციას თბილისში გაუკეთებენ

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 11 წლის აფხაზ გოგონას, ჯოენის სახელობის კლინიკაში, გულის ურთულესი ოპერაცია გაუკეთდება. გოგონას ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს.

პაციენტი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ მოინახულა და საჩუქრები გადასცა.

აფხაზი გოგონა, გულის მანკის დიაგნოზით, ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს. ოპერაციის ღირებულებას მთლიანად საქართველოს ხელისუფლება დაფარავს.