აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სვეტლანა ქეცბა შინდისის დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს

2017 წლის 26 დეკემბერს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს „წმინდა გიორგის ოქროს ორდენისა" და ღირსების ორდენის კავალერი სვეტლანა ქეცბა ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა.

ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწესთან გამოსამშვიდობებლად და ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად, მრავალი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, მეგობრები, ახლობლები, კოლეგები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება.

სვეტლანა ქეცბა შინდისის წმინდა თამარ მეფის დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს.