აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სამეგრელოს რეგიონში დევნილ ბავშვებს უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დევნილ ბავშვებს უმასპინძლა.

ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. 300-მდე დევნილი მოზარდი სპექტაკლის ,,ოჩოპინტრე" ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლის დასრულების შემდეგ  ბავშვებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მსგავსი სახის ღონისძიებები პერმანენტულად მომავალშიც გაიმართება.