აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის საქველმოქმედო წარმოდგენა გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საკონცერტო დარბაზში კინოცენტრ „აფხაზეთის" ორგანიზებით ჩატარდა. საღამო სახელწოდებით „დაეხმარე სხვას და გახდი უფრო ბედნიერი" ქველმოქმედთა სახლში „მომავლის გზა" მცხოვრებ პატარებს მიეძღვნა. ბავშვებს საახალწლო განწყობა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებულმა დევნილმა მოზარდებმა მოუწყვეს.

საღამოს აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.