აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ახალგაზრდულ კონფერენცია თემაზე - „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა" გაიმართა.  

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებმაც  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში ჩატარებულ პროექტში: „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ" მიიღეს მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საგანგებოდ შერჩეულ რამდენიმე საჯარო სკოლაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე.

პროექტის დასკვნით ეტაპზე დაგეგმილია კონფერენციის მონაწილე მოსწავლეების სამინისტროს ფარგლებში დაგეგმილ პროექტში „საგანმანათლებლო-საველე ბანაკი აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის" ჩართვა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ ხაზალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.