ვახტანგ ყოლბაია პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის“ ფარგლებში სპორტული მოედნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის დევნილთა ჩასახლებაში პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის“ ფარგლებში სპორტიული მოედნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

პროექტი ავსტრიის სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში სპორტული ინფრასტრუქტურის სპორტული და სათამაშო მოედნების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვასა და განმტკიცებას.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მის როლზე ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის.

პროექტი ავსტრიის სპორტის სამინისტროს, ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. 

ღონისძიებას ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.