ასპინძაში ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა

ასპინძის სარაგბო ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის რაგბის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალში აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 250 მოზარდი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდა მორაგბეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის რაგბის ფედერაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის 14 აპრილს დაარსდა. ფედერაციის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების რაგბით დაინტერესება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ჯანსაღი თაობის აღზრდა.