2012-08-06 |
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ბორჯომის ხეობის საზაფხულო ბანაკებში დაისვენებენ
თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 70-მდე მოზარდი დასასვენებლად ბორჯომისა და კეჩხობის საზაფხულო ბანაკებში გაემგზავრა. მოზარდები ბანაკებში 10 დღეს გაატარებენ. მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.
ბავშვები თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცილეს.