სიღნაღის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა

სიღნაღის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

საღამოში სიმღერის და ლექსის ავტორების გარდა კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები თემურ ჩალაბაშვილი, ქეთევან შენგელია, ვასილ ბოსტაშვილი, ანზორ სიფრაშვილი, თამაზ ხმალაძე, ივანე ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.

სიღნაღის თეატრში  შეკრებილი საზოგადოების წინაშე  დევნილმა კომპოზიტორმა საკუთარი ძველი და ახალი კომპოზიციები შეასრულა. ასევე სიღნაღის მკვიდრის, პოეტ თამარ შაიშმელაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერის „შემოვევლე კახელებს" პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელი ვახტანგ ყოლბაია, სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი და ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.