აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ათენის მერიის საბავშვო ბანაკში დაისვენებენ

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და ათენის მერიის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და აფხაზი ბავშვები საბერძნეთში, ატიკის ნახევარკუნძულზე  დასასვენებლად გაემგზავრნენ. 

პროექტის ფარგლებში მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.  მოზარდები საბერძნეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ. 

ბავშვები საბერძნეთში აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გააცილეს.

დევნილი მოზარდები საქართველოში 3 სექტემბერს დაბრუნდებიან.