აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავთან დაკავშირებით ენგურის ხიდთან და სოფელ რუხის ციხეში ღონისძიება „ერთად მშვიდობისათვის" ჩატარდა.
ღონისძიებას რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგნელები, ქ. ფოთის მერი, საზოგადოება „ზუგდიდელი"-ის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები დაესწრნენ. მათ კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ღონისძიებაში მონაწილეობა ქ.ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთში დაღუპულთა მეომრების ოჯახებს და ასევე სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ორგანიზებითა და გაზეთ „International Georgia"-ს, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქ.ფოთის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.