აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ საბერძნეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას და პალატის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო განიხილეს და ინვესტიციების შემოდინების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრისას გადაწყდა, რომ ბერძენი ბიზნესმენები საინვესტიციო გარემოს შესასწავლად საქართველოში პირადად ჩამოვლენ.
,,ჩვენ დეტალურად ავუხსენით, თუ როგორი საინვესტიციო გარემო არსებობს დღეს საქართველოში და რა ტემპით მიმდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ჩამოყალიბდეს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში ბიზნესის წარმოებით დაინტერესდება,’’- განაცხადა გიორგი ბარამიამ.