აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გიორგი ბარამიამ ფერიას დასახლებაში მცხოვრებ აფხაზურ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ბათუმში, ფერიას დასახლებაში მცხოვრებ აფხაზურ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ასლან შერვაშიძისა და ლიანა აგრბას ოჯახებს ეწვია და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა.

გიორგი ბარამია აფხაზ ოჯახებს  კონფლიქტის დარეგულირების საქმეში მათ ჩართულობასა და ამ კუთხით სახალხო დიპლომატიის როლის გაზრდის აუცილებლობაზე ესაუბრა.