2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილი ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მუხათგვერდის სასაფლაოზე მიაგო.
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემა და სოლიდარობა მკერდზე დამაგრებული ყაყაჩოს სიმბოლოებით გამოხატეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს.
გიორგი ბარამიამ საქართველოში სამი წლის წინ განვითარებული მოვლენები, 90-იან წლების რუსული აგრესია და ეთნოწმენდა შეაფასა. მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს რუსული საოკუპაციო პოლიტიკა და დევნილებს საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ.
,,ჩვენი გმირების სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი აუცილებლად მოიტანს შედეგს. ჩვენი ბრძოლა სრული დეოკუპაციით დამთავრდება და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ამ მიზანს ემსახურებოდა ქართველი მამულიშვილების თავგანწირვა, ეს იყო მათი ოცნება და ჩვენ ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ მათ მიერ დაწყებული გზა,’’ - განაცხადა გიორგი ბარამიამ.