აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზმა ბავშვებმა თანატოლებს ,,აფხაზეთის ხმის” ეთერით დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას მეუღლე, ქეთევან კაჭარავა აფხაზეთიდან დევნილ, ცხრა ეთნიკურად აფხაზ მოზარდს  შეხვდა და მათ საახალწლო სურვილი აუსრულა: აფხაზმა ბავშვებმა  რადიო ,, აფხაზეთის ხმის " ეთერით  თანატოლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

"ბავშვებს  სურვილი ჰქონდათ, ენახათ რადიო ,,აფხაზეთის ხმა" საიდან ახორციელებს მაუწყებლობას. მათ ეს  სურვილი აუსრულდათ  და კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ, თავიანთი თანატოლებისათვის მიელოცათ დამდეგი შობა-ახალი წელი და  ბედნიერ საქართველოში ცხოვრება ესურვათ,"- განუცხადა ჟურნალისტებს ქეთევან კაჭარავამ.

აფხაზ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი  ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. საპატრიარქომ,  სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა  ,,ბაბილინამ" და კომპანია ,,ბარამბომ"  მათ საჩუქრები გადასცეს.