აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გიორგი ბარამია დაბადების დღეს ულოცავს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია დაბადების დღეს ულოცავს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. უსურვებს დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
,,ვულოცავ მის უწმინდესობას დაბადების დღეს, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთლეობას ქართველი ერისა და ქვეყნის სანუგეშოდ. ადვილი არაა, ღვთისა და ერის წინაშე ვალის მოხდა. ბედნიერია ის, ვისაც ერთხელ მაინც უგრძვნია მისი უწმინდესობის მადლმოსილება. ბედნიერია ქართველი ერი, რომ ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. სწორედ რომ იმედის სხივად მოევლინა საქართველოს მისი უწმინდესობა. არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ქართველ ერს წამითაც არ დაუკარგავს განცდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავს ჭეშმარიტად ღვთის სათნო ადამიანი, რომელიც, საკუთარ ჯვართან ერთად, მთელი ერის ჯვარს ეზიდება. ნიშანდობლივია, რომ თავისი აღსაყდრების 33-ე წლისთავზე მისი უწმინდესობა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ხდება წინამძღოლი იმ ეპარქიისა, სადაც მტკივნეულად ფეთქავს მთელი საქართველოს გული. თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების 78-ე წლისთავს."