აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გიორგი ბარამიამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ქ. თბილისში ჩაჩავას №6-ში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ეწვია. გიორგი ბარამიამ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შობა-ახალი წელი მიულოცა და დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის მთავრობა და ფონდი „კეთილი სამარინელი  საქართველოში" 200-მდე დევნილ  ბავშვს საჩუქრებს თბილისის მასშტაბით დღეს გადასცემენ.

„ჩვენ პატარებს ახალი წელი და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. მათ  საჩუქრები გადავეცით და იმედი მაქვს, რომ მოეწონებათ. პატარების გაბრწყინებული თვალები ჩვენთვის ბედნიერების მომტანია. აფხაზეთის მთავრობა ყოველთვის შეეცდება მათ გახარებას,"-განაცხადა გიორგი ბარამიამ.

დევნილმა ბავშვებმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს შობა-ახალი წლის მილოცვისა და საახალწლო საჩუქრებისათვის მადლობა გადაუხადეს.