აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ წყნეთის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი მოინახულა. გიორგი ბარამია ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ მდგომარეობას და მათი პრობლემები მოისმინა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
„აფხაზეთის მთავრობის სამუშაო პროცესის ფარგლებში ვხვდებით დევნილებს. ადგილზე გავეცანით მათ სოციალურ მდგომარეობას და ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთდ განვიხილავთ ამ პრობლემების მოგვარების გზებს,“- განაცხადა გიორგი ბარამიამ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, წყნეთის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს, დიდგორის რაიონის გამგებელი, გოგიტა ნიკოლაძეც სტუმრობდა.
დიდგორის რაიონის გამგებელმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის. ,,დიდგორის გამგეობასა და აფხაზეთის მთავრობას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. ყველა არსებული პრობლემა, რომელიც ამ კომპაქტურ ჩასახლებებშია, ადგილზე იქნება შესწავლილი და შესაბამისად გადაჭრილი," - განუცხადა ჟურნალისტებს გოგიტა ნიკოლაძემ.